19 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - ენმ გაყალბების ამსახველ კადრებში იდენტიფიცირებული პირების დაკავებას მოითხოვს 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას იმ დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მიმართავს, რომელსაც საარჩევნო პროცესის დროს ჰქონდა ადგილი. საუბარია კენჭისყრის შედეგების ტოტალურ გაყალბებაზე და საარჩევნო ყუთებში კანონდარღვევით ჩაყრილ ათასობით ბიულეტენზე.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კანონდარღვევის ეს ფაქტები ვიდეო კამერებსაც აქვს დაფიქსირებული და იდენტიფიცირებულები არიან კონკრეტული დამნაშავეებიც. მიმართვა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას ცესკომაც გაუგზავნა, თუმცა მას შემდეგ საქმე წინ აღარ წასულა.

"„რუსთავი2"-ის ეთერით გავრცელდა კადრები, სადაც კომისიის წევრები ჩართული იყვნენ ამ გაყალბების მექანიზმში. გვაქვს რამდენიმე ასეული ასეთი ჩანაწერი, რომლებიც ადასტურებს ამ გაყალბების ფაქტებს.

მიუხედავად ამ ინფორმაციისა,საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

პროკურატურას მივმართავთ გატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხონ ის ადამიანები,რომლებიც ჩართული იყვნენ ამ გაყალბებაში , რაც მთავარია მოხდეს მათი დაკავება, იმიტომ რომ შესაძლოა ისინი უკვე მტკიცებულებებს აყალბებენ, რათა ხელი შეუშალონ გამოძიებას,“-ამბობს ლევან ბეჟაშვილი.  

დღის ამბები