19 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
დ.ღ. ხელისუფლების პოლიტპატიმარია - ხორავას საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა 

ხორავას საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, დ. ღ.- ს ადვოკატი და მამა აცხადებენ, რომ დ. ღ. პოლიტ პატიმარია. მათი თქმით, დაკავებული უდანაშაულოა და ცრუ ჩვენებებიც არ მოუცია.

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დ.ღ.-ს პატიმრობაში ყოფნა პროკურატურას გარდაცვლილების მშობლების გასაჩუმებლად და არსებული პროტესტის დასაცხრომად სჭირდება. 

„ეს ის პერიოდია, როცა ზაზამ შიმშილობა დაიწყო უკვე პროკურატურის ეზოში და იმის მერე დააკავეს ჩემი შვილი. მე ვფიქრობ და ეს ასეა, რომ ჩაეცხროთ ეს მუხლი და ზაზა სარალიძეც რომ რაღაცა დროის მანძილზე ცოტა რომ გაეჩერებინათ აი, მაგიტომ დაიჭირეს ეს ბავშვი. დაიჭირეს და უკვე მეექვსე თვეა არ უცვლიან აღკვეთის ღონისძიებას. სამოცდაათ მოწმეზე მეტი არის უკვე გამოკითხული და ვერცერთი ვერ ადასტურებს ბრალეულობას... რა უნდა დაადასტურონ?.. და ამ დროს გამოდის პროკურატურა და პირდაპირ ამბობს, რომ „მოწმეებმა დაადასტურეს ბრალდებულის ბრალეულობა,“ - მასეთი რაღაცა არ ყოფილა საერთოდ“- აცხადებს დაკავებული დ.ღ.-ს. მამა.

დაკავებულის ადვოკატის ფრიდონ სიხუაშვილის მტკიცებით, ბრალდების მხარე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 

მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დ.ღ. არის პოლიტპატიმარი ხელისუფლების! ეს არის გადაწყვეტილება ხელისუფლების, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, საზოგადოებას ნაცარი შეაყარონ თვალებში და უთხრან, რომ თითქოს დ.ღ.-მ არ მისცა სწორი ჩვენება, თითქოს რაღაც დამალა და უკვე იკვეთება აშკარად, რომ ასევე არ ვიცი, რა სურთ ჩვენგან, რას ითხოვენ და რა უნდათ, მართლა ვერ გავიგე,“- აცხადებს სიხუაშვილი

დ.ღ.-ს 6 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა იანვარში უმთავრდება.

დღის ამბები