03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულების გათავისუფლება ვერ ხერხდება

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს 3 მოქალაქე  დააკავეს. ხონის რიაონის სოფელ საწულუკიძეოში მცხოვრები ლევან ბუღაშვილი და ზაურ შვანგირაძე დასაქმების მიზნით, თხილის საკრეფად, ნაცნობი მამაკაცის დამხარებით გადავიდნენ ოკუპირებულ რეგიონში, რა დროსაც სამივე დააკავეს.

ერთ-ერთი ვერსიით ის მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდები გადაიყვანა, მოგვიანებით გაათავისუფლეს. შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა, ოჯახებმა კი ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე დაკავებულები ოკუპირებული სოხუმის იზოლატორში იმყოფებიან.

დღის ამბები