19 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
როგორ შეიძლება კაცო დღეს ვთქვათ, რომ სიღარიბე უარესია - ქობულიას მოხსენება პარლამენტში მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა

კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიასა და „ევროპული საქართველოს“ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს შორის კამათი, მინისტრის მიერ სიღარიბის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს მოჰყვა. გიორგი ქობულია დეპუტატების წინაშე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე მოხსენებით წარსდგა და ოპოზიციის და ხელისუფლების შეკითხვებს პასუხობდა. 

გიორგი ქობულიამ დეპუტატებს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და თქვა, რომ საქართველოში სიღარიბე მართლაც სერიოზული გამოწვევაა, თუმცა 2010 წელთან შედარებით, დღეს ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება.

„სიღარიბე რომ არის უზარმაზარი გამოწვევა და სასწაული გასაჭირი, ამაზე ლაპარაკიც არ არის. მაგრამ 2010 წელს, 40% იყო, როგორ შეიძლება, დღეს არის 20%. დღესაც საოცრად უჭირთ, მაგრამ როგორ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ დღეს უარესია, ვიდრე იყო 10 წლის წინ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის განცხადებას სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უპასუხა. ჭიაბერაშვილის თქმით, ხდება ციფრებით მანიპულირება და ეს ციფრები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია.

„ის, რაზეც წლების განმავლობაში გვიდავია აქ და შევთანხმებულვართ, რომ წინა მინისტრი იტყუებოდა, არ შეიძლება ყოველ ჯერზე თავიდან დავიწყოთ,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

განცხადებების შემდეგ სხდომაზე კამათი გაგრძელდა, რის შემდეგაც ზურაბ ჭიაბერაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები