პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გიორგი მარგველაშვილის მიერ დანიშნული წევრი, ანა დოლიძე, გაიწვიოს.
საბჭოს მოქმედი მოსამართლე წევრები კრიტიკულად განწყობილ არამოსამართლე წვერებს, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს, ღიად უპირისპირდებიან, დოლიძისთვის კი უფლებამოსილების შეჩერების კონკრეტულ გზებზე ფიქრობენ.
სერგო მეთოფიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რიმ დიდი ხნის განმავლობაში ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებები სასამართლოს დისკრედიტაციისკენაა მიმართული.
იუსტიციის საბჭოზე მეთოფიშილი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის გამოატანს მხოლოდ ანა დოლიძის წინააღმდეგ გეგმავს და იმედი აქვს, რომ საბჭო მხარს დაუჭერს და სალომე ზურაბიშვილს ამ მოთხოვნით დასაბუთებული წერილს გაუგზავნის.
დიმიტრი გვრიტიშვილი არ უარყოფს, რომ იზიარებს სერგო მეთოფიშვილის აზრს ანა დოლიძის შესახებ და ამბობს, რომ ის ხშირად არღვევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ნორმებს და ეთიკის პრინციპებს.
ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მოსამართლე წვერებს აღიზიანებთ, რომ მისი და ანა დოლიძის მხრიდან გახმოვანებული კრიტიკა.
ჯანეზაშვილი ერთ-ერთ ასეთ მაგალითად უზენაესი სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა შერჩევას ასახელებს.
პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, მიიჩნევს, რომ ახლა ქართული ოცნების გადასაწყვეტია, დაასამარებს თუ არა მართლმსაჯულების გადარჩენის შანსს, თუ უვადოდ დანიშნავს კლანურ მოსამართლეებს.
ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გამოცდა ზურაბიშვილისაც ელის იმ შემთხვევაში, თუ საბჭო ანა დოლიძის გამოწვევას მოსთხოვს.