03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
ხანძრით დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებელი და საკვები მისცეს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 42 ოჯახი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.

თბილისის მერიის, ლტოლვილთა სამისნტიროსა და დიდუბის გამგეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით მათ 3 სატუმროში უქირავეს ოთახები. დაზარალებულებს საკვებიც მიაწოდს. მერია მათ ხანძრის შედეგად დამწვარი საცხოვრებელი ფართის აღდგენას დაპირდა.

ხანძარი თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე გუშინ, 14 ოქტომბერს, გაჩნდა. ცეცხლი დევნილთა საცხოვრებლის მესამე სართულზე გაჩნდა და მთელ სახლს მოედო. დაიწვა ათასი კვადრატული მეტრის ფართი. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ძველი ელეტროსადენები გახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები