19 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
"დაგვცინიან და გვეუბნებიან, რომ თურმე ხალხი კარგად ცხოვრობს" - ნინო ბურჯანაძე 

ნინო ბურჯანაძე, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფად აფასებს. ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განმარტებით, 2018 წელს ქვეყანა საგრძნობლად დაზიანდა.

ბურჯანაძე, ეკონომიკის მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება, საკუთარ მოსახლეობას დასცინის.

„ქვეყანაში არსებული სოციალურ ეკონომიური მდგომარეობა, კატასტროფული მდგომარეობა, ქვეყანაში არ შექმნილა დაპირებული 100 საწარმო, არ შექმნილა დაპირებული დამატებითი სამუშაო ადგილები და ჩვენ დაგვცინიან მეგობრებო, დაგვცინიან და გვეუბნებიან, რომ თურმე ხალხი კარგად ცხოვრობს, მაგრამ მათ ეჩვენებათ, რომ ცუდად ცხოვრობენ. გონებაჩლუნგობასაც კი გვაბრალებს უკვე ჩვენი თავხედი და გათავხედებული ხელისუფლება. ასე იცის ბატონო ბიძინა სხვა ქვეყნებიდან სრულიად არაპროფესიონალი ადამიანების და სამშობლოდან მოწყვეტილი ადამიანების ჩამოყვანამ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები