რუსთაველის გამზირზე, სადაც შვილმოკლული მამები უკვე მერვე თვეა აქციას მართავენ, დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას მისი შვილის დახვრეტაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში მმართველი გუნდისგან არც თანაგრძნობა და არც საქმის გამოძიების სურვილი არ უგრძვნია.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობა დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამოუცხადა. ნიკა მელია, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
„ერთი წელიწადი გავიდა ახალგაზრდა ადამიანის, ,ბავშვის დახვრეტიდან საკუთარ ლოგინში. ამის შემდეგ რა გააკეთა ხელისუფლებამ?- კი არ გამოიძია, ბოდიშიც არ მოუხდია.
ჩვენ ვიქნებით მომხრე და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნას და ვნახოთ ქართულ იოცნება რას იტყვის, რა არგუმენტით აღიჭურვება თუკი ის გაბედავს და იტყვის,რომ მერე რა, რომ ბავშვი დახვრიტეს საკუთარ ლოგინში მაინც არ შევქმნით საგამოძიებო კომისიას და მოდი ამაზე არ ვისაუბროთ,“-აცხადებს ნიკა მელია.