19 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
სირიაში 14 წლის ქართველი დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი, 14 წლის მუხმად ფარეულიძეა.

გავრცელებული ინფორმაციით, მუხმად ფარეულიძე 25 დეკემბერს ავია იერიშებს ემსხვერპლა. ის სოფელ ბირკიანიდან არის და მშობლებთან ერთად სირიაში 2014 წელს წავიდა.

მისი მამა ახმად ფარეულიძე იყო თარხან ბათირაშვილის, იგივე „ჟღალი გენერლის“, თანასოფლელი და უახლოესი გარემოცვის წევრიც.

პანკისის ხეობის მცხოვრები, მათე ქავთარაშვილი ამბობს, რომ ახლობლები ადასტურებენ, რომ მოზარდი ავია იერიშის დროს დაიღუპა.

„დღეს დილით გავიგე ამ ამბის შესახებ, ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა დაადასტურეს, სამძიმარსაც იღებდნენ, ვიყავი სამძიმარზე მისული და დადასტურდა, რომ 14 წლის მოზარდია ავია იერიშის შედეგად დაღუპული. ჩემი ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ოჯახთან ერთად არის წასული მამა, ახლა ის იბრძვის თუ რისთვის არის წასული, მაგის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნია, 3-5 წლის ბავშვებთან ერთად საბრძოლველად თავისთავად ცხადია, არ წავიდოდა,“ - ამბობს მათე ქავთარაშვილი.

ახმად ფარეულიძე დღემდე იბრძვის "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში.

დღის ამბები