19 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
„ეკა ბესელიას გარეშე „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად არ არსებობს, ეს არის სიმბოლო ძველი გვარდიის" - გედევან ფოფხაძე 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიას გადადგომასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატების აზრი, ორად გაიყო. მმართველი გუნდის ერთმა ნაწილმა ეკა ბესელიას გადადგომას პარტიის დაშლად შეაფასა.

ასეთი იყო მაგალითად გედევან ფოფხაძე, რომელიც თავად ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაასახელა.

„ეკა ბესელიას გარეშე „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად არ არსებობს. ეს არის სიმბოლო იმ ძველი გვარდიის, მებრძოლი ძალის, რომელმაც 2012 წლის ოქტომბერი შემქნა ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ დღეს როდესაც მე სიცხიანი ჩამოვედი იმიტომ, რომ ეკასთან ერთად ვიყო, მე მგონია რომ ეკა ბესელიას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს ეს სურვილი და დაკავშირებული არ არის მის კერძო სიმპათიებთან. ეს არის სურვილი დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის მომავალთან  და იმასთან რომ იურიდიულმა კომიტეტმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ ჩავარდეს შერჩეული საეჭვო ადამიანების ხელში,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები