19 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერს უჩივის

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერს უჩივის. გიორგი გოგლიჩიძემ ოლქის პროკურატურაში ზესტაფონის მერის, კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით განცხადება შეიტანა.

გოგლიჩიძე ზესტაფონის პროკურატურას უნდობლობას უცხადებს, რადგან აქამდე არ დაიწყო გამოძიება აღნიშნულ საქმეზე. გოგლიჩიძე კახაბერ მახათაძეს 32 თანამშრომლის უკანონო განთავისუფლებაში ადანაშაულებს. სასამართლომ 21 თანამშრომელი უკანონო გათავისუფლებულად ცნო.

მერიის ყოფილი თანამშრომლის ელზა ნებიერიძის თქმით, მერი საკრებულოს წევრებს აბრალებს მათ განთავისუფლებას. ნებიერიძე აღნიშნავს, რომ გათავისუფლებულების ნაწილს მახათაძე მომავალ წელს დასაქმებას დაპირდა, თუმცა გათავისუფლებულები მის შეთავაზებაზე უარს აცხადებენ და მერის დასჯას მოითხოვენ.

დღის ამბები