19 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
მურუსიძე იმდენ ხანს იქნება მოსამართლის სავარძელში წამოსკუპული, რამდენსაც იქნება ივანიშვილი ამ ქვეყნის უზურპატორი - ნიკა მელია

ოპოზიცია ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესებას აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშვნას მმართველი გუნდის გადაწყვეტილებად აფასებენ და ხელისუფლების ცვლილების საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ლევან მურუსძეს სტატუსი ხელისუფლებიდან ივანიშვილის წასვლის და კლანური მმართველობის დასრულებისთანავე შეიცვლება. 

„მურუსიძე იმდენი ხანი იქნება მოსამართლის სავარძელში წამოსკუპული, რამდენი ხანიც იქნება ბიძინა ივანიშვილი უზურპატორი ამ ქვეყნის. დიდი ხანი ნამდვილად ვერ იქნება, ფინიშის სწორს ვართ უკვე გასულები, ძალიან მოკლე დისტანცია არის დასაფარი და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჩაბარდება წარსულს და მიჰყვება მთელი ეს დანაშაულებრივი კლანური დაჯგუფება ჩინჩალაძე-მურუსიძეურთ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ გუშინ გაამწესეს. უვადო მოსამართლეთა გამწესების სია მიუღებელი აღმოჩნდა რამდენიმე დეპუტატისთვის, მათ შორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიასთვის. მისი შეფასებით, მურუსიძის უვადოდ გამწესება მძიმე გადაწყვეტილებაა. ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობას და არჩევნების წინ გაცემულ დაპირებებს პოლიტიკოსებსაც ახსენებს. 

დღის ამბები