შეხვედრა გიორგი მიქაუტაძესა და ირაკლი კობახიძეს შორის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სასაუბროდ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
შეხვედრა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესების შემდეგ დაიგეგმა. მურუსიძის დანიშვნამ პარლამენტში მწვავე დებატები და დაპირისპირება გამოიწვია.
გარდა ოპოზიციას და უმრავლესობას შორის მომხდარი დაპირისპირებისა, ერთმანეთთან მწვავე კამათი მოუვიდათ „ოცნების“ წევრებსაც, რასაც განხეთქილება მოჰყვა. ამის შემდეგ კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა.