19 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ვიდრე განახლდება პროცესი, საჭიროა პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერა - კობახიძე მოსამართლეებზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთანამშრომლობის საკითხები.

მისი თქმით, საუბარი შეეხო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების საკითხს.

კობახიძის თქმით, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოხდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების გაწერა და ამის შემდეგ დასახელდებიან მოსამართლეობის კანდიდატები.

„პრინციპული მნიშვნელობა აქვს პარლამენტსა და იუსტიციის საბჭოს შორის თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი შეეხო პროცესს, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს ფორმირებასთან. როგორც მოგეხსენებათ ეს პროცესი საჭიროებს ბოლომდე მიყვანას გამომდინარე იქიდან, რომ არის პრობლემა უზენაეს სასამართლოში 10 მოსამართლეა წარმოდგენილი 28 მოსამართლის ნაცვლად, რაც ქმნის პრობლემებს საქმეთა დროული განხილვისა და გადაწყვეტის კუთხით. ასევე გვქონდა საუბარი პროცედურასა და კრიტერიუმებზე.  ვიდრე განახლდება პროცესი, საჭიროა პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერა, ესეც უნდა გაკეთდეს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე,“-აცხადებს კობახიძე.

მისი განცხადებით, სასამართლო არის დამოუკიდებელი, 2012 წლის შემდეგ არის ფუნდამენტური ცვლილებები. ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი კობახიძის თქმით, მიმდინარეობს რეფორმები.

კობახიძემ ასევე ეკა ბესელიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა, მან განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შერჩევა უახლოეს სესიაზე მოხდება. 

დღის ამბები