19 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
„გუნდში იქნება სიმყარე" - კობახიძე "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე

"ყველაფერი იქნება კარგად“ - ქართულ ოცნებაში არსებულ დაპირისპირებას პარლამენტის თავმჯდომარე მოკლე კომენტარით გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდში პრობლემები მალე მოგვარდება.

„გუნდში იქნება სიმყარე და ყველაფერი კარგად გაგრძელდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართული ოცნების ძველ სახეებსა და ახალგაზრდების გუნდს შორის დაპირისპირება უკვე საჯაროა.  ქართული ოცნების ე.წ. ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ირაკლი კობახიძეა, რომელსაც პარტიის ერთ-ერთ ყველაზე ძველი წევრი - ეკა ბესელია, ღიად დაუპირისპირდა. კობახიძის გუნდში მოიაზრება სოფო კილაძე. ე.წ. ძველი გვარდია მოსამართლეთა სიის შეცვლას მოითხოვს.

 

 

დღის ამბები