26 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა და ცუნამის განგაში ფილიპინებში

ძლიერი მიწისძვრა და ცუნამის განგაში ფილიპინებში. 6.9 მაგნიტუდის ბიძგები მინდაოს კუნძულზე დაფიქსირდა.

ძლიერი რყევები ეპიცენტრიდან 200 კილომეტრშიც იგრძნობოდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, წყნარ ოკეანეზე დაკვირვების ცენტრმა ცუნამის განგაში გამოაცხადა.

სპეციალისტებმა მოსალოდნელი გიგანტური ტალღების შესახებ ფილიპინების, ინდონეზიისა და პალაუს მოსახლეობა გააფრთხილეს და ხალხს სანაპიროდან ევაკუაცია ურჩიეს, მოგვიანებით კი განგაში გააუქმეს.

დღის ამბები