19 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
დავით ბაქრაძემ წყნეთში მცხოვრებ ბავშვებს სოციალურად დაუცველებს და დევნილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა   

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა წყნეთში მცხოვრებ ბავშვებს სოციალურად დაუცველებს და დევნილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ბავშვებთან სანტამ საახალწლო წარმოდგენა გამართა. დავით ბაქრაძემ ბედნიერი ახალი წელი და წარმატების წელი უსურვა საქართველოს.

„ახალი წელი არის პირველ რიგში, სწორედ ბავშვების დღესასწაული და ამიტომ, ჩვენი სურვილი იყო, პატარა ზეიმი მოგვეწყო იმ ბავშვებისთვის, ვის ოჯახებსაც უჭირს და მინდა ვუსურვო თითოეულ პატარას საქართველოში ჰქონოდეს ბედნიერი ახალი წელი და მინდა ვუსურვო თითოეულ ოჯახს, ყოფილიყოს 2019 წელი უკეთესობის მომტანი, წარმატების და სიკეთის მომტანი მთელ საქართველოში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები