მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას - ეს განცხადება, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
დავით ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძეს "პლასტმასის თავმჯდომარე" უწოდა.
ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას და იურიდიულ კომიტეტში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
"ჩვენმა პლასტმასის თავმჯდომარემ შაბათ-კვირას კიდევ გაგვაოცა განცხადებებით და მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას. ამიტომ აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ამ კომიტეტს თავისი მისია შესრულებული აქვს. იმიტომ, რომ ეკა ბესელიამ უკვე შეაჩერა უსამართლო სამართლის დანერგვა და დანარჩენი მე ვფიქრობ უკვე ღრმა პრობლემაა, ვიდრე კომიტეტის პირველი მოადგილის არჩევა,"-განაცხადა ჭიჭინაძემ.
დღეს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოფიციალურად დატოვებს. დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე პირველ მოადგილეს უყრიან კენჭს. ეკა ბესელიამ გედევან ფოფხაძე წარადგინა, თუმცა მას კომიტეტის წევრების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს.