არაადეკვატური განცხადება - ასე აფასებს მეუფე პეტრე ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერობას არ დაუშვებს. ჭყონდიდის მიტროპოლიტი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ მეუფე იაკობის სიტყვები ღიმილისმომგვრელია.
მისივე თქმით, განცხადება ცხადყოფს, როგორც მეუფე იაკობის, ასევე საპატრიარქოს არასახარბიელო მდგომარეობას.
„ღიმილის მომგვრელია მუქარას, რაც შეეხება და მინდა გითხრათ, რომ მუქარის ეშინია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც არ აქვს შიში ღვთისა. განცხადებები გუშინ მოსმენილი ბოდბელი ეპისკოპოსისა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რა არასახარბიელო მდგომარეობაში, სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება თავად და ასევე საპატრიარქო, რომლის სახეც არის ის ამ შემთხვევაში, როგორც ქორეპისკოპოსი. მეუფემ ისაუბრა ძალიან არაადეკვატურად, როგორც სასულიერო, ისე საერო თვალსაზრისით,“ - აცხადებს მეუფე პეტრე.
პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ თუ გიორგი გახარია პრემიერი გახდება, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება.