ოთხი მოსამართლე, რომელთა უფლებამოსილების გაგრძელებასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს იმსჯელა თანამდებობიდან გათავისუფლდა.
დავით კეკენაძის, ასმათ კოხრეიძის, მიხეილ ბებიაშვილის და ირაკლი შავაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა განუცხადეს, ირაკლი შავაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ მას განსხვავებული და კრიტიკული აზრი აქვს.