ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტის არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევის მცდელობას არ გამორიცხავს. ვარაუდი ამის შესახებ ჟან კლოდ იუნკერმა გერმანულ გაზეთ "ველტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა.
"ნამდვილად ვშიშობ, რომ ევროპარლამენტის არჩევნების დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გავლენის მოხდენის დაუშვებელ მცდელობებს. ამისთვის ჩვენ ევროპაში ჯერ კიდევ არ ვართ საკმარისად კარგად მომზადებული,"-აცხადებს იუნკერი.
მისივე თქმით, ევროკომისიამ ახლახანს მიიღო ზომები დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა საჭიროა, რომ ძალები ყველა წევრმა ქვეყანამ გააერთიანოს.