19 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
„ეს პროექტი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა," - ფინანსთა მინისტრმა პრობლემური სესხების განულების პროგრამა შეაჯამა

ფინანსთა მინისტრმა პრობლემური სესხების განულების პროგრამა შეაჯამა. მის თქმით 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ჯამში 4 მილიარდ ლარამდე პრობლემური კრედიტი ჩამოეწერა. ვანო მაჭავარიანის თქმით, ფონდი "ქართუ" 15 იანვრამდე განიხილავს იმ საფინანსო ორგანიზაციების მიმართვას, რომლებსაც ასევე სურთ პროგრამაში ჩართვა.

„ეს პროექტი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა. უკვე 600 ათასზე მეტი ადამიანს შეეხო ეს ინიციატივა და დაახლოებით 4 მილიარდამდე ვალის ჩამოწერა ხდება. ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც არ შემოუერთდნენ ამ პროცესს. 15 იანვრამდე, თუ არ მეშლება, ყველა საფინანსო ორგანიზაციას, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც მოხდა ამ ვალის დაფარვა „ქართუს“ მიერ, მათთვის ჯერ კიდევ კარი ღიაა,“ - განაცხადა  ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები