25 აპრილი 2024,   04:17
ვრცლად
მოწყვეტილი ხელის მტევნები და ამპუტირებული თითები - კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 50-ზე მეტი პაციენტი შეიყვანეს 

ბათუმში, ერას მოედანზე, მერიის მიერ მოწყობილმა ფოიერვერკმა მიმართულება შეიცვალა და 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა. პიროტექნიკით დაშავებულებს შორის ორი უცხოელი ტურისტია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფოიერვერკი ყველა წესის დაცვით დამონტაჟდა. რამ გამოიწვია პიროტექნიკის არასწორად აფეთქება, სამართალდამცველები გაარკვევენ. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართალი კოდექსის 124ე ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით.

მოწყვეტილი ხელის მტევნები და ამპუტირებული თითები - საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 1 იანვარს კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 50-ზე მეტი პაციენტი შეიყვანეს. დაშავებულები ძირითადად ბავშვები არიან. უმრავლესობის შემთხვევაში მედიკოსებმა მათი თითების შენარჩუნება ვერ შეძლეს.

ექიმები, გასულ წელთან შედარებით, ასაფეთქებელი საშუალებებით დაშავებულთა სტატისტიკის საგანგაშო ზრდაზე საუბრობენ.

ქუთაისი რეფერალურ საავადმყოფოში პიროტექნიკით დაშავებული 9 მოქალაქე შეიყვანეს. ოთხ მათგანს რთული ოპერაცია - ამპუტაცია-რეპლანტაცია, ჩაუტარდა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ წელს პიროტექნიკით დაშავებულთა სტატისტიკის ზრდა უხარისხო და ვადაგასული ასაფეთქებლების რეალიზაციამ გამოიწვია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ამ სახიფათო პროდუქციის კონტროლის მექანიზმი.

 

 

 

ავტორები: თეა ვაშალომიძე, ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები