25 ოქტომბერი 2024,   18:12
ვრცლად
"უსერიოზულეს ბრალდებებზეა საუბარი" - გიორგი ვაშაძე გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებებზე

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის განცხადებებს ეხმაურება. თეიმურაზ წიქვაძე ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ცრუობს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან თანხების მითვისებაზე საუბრობს.

ადვოკატი სვამს კითხვას - რატომ არ ისაუბრა აღნიშნულ "დანაშაულებზე" ბაჩიაშვილმა აქამდე და რატომ აძლევს ინტერვიუს ერთ-ერთ ტელევიზიას არჩევნების წინა დღეს?

თემაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სერიოზული ბრალდებები ისმის.

"უსერიოზულეს ბრალდებებზეა საუბარი, რაც წინასწარ ჩვენ ვნახეთ, დეტალური ინტერვიუ ჯერ არ გვინახავს. ეს უკავშირდება იმას, რომ ადამიანები, ვინც იყვნენ ბიძინას გარემოცვაში, ძალიან კარგად ხედავენ რამხელა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა,“ - აცხადებს პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ოპონენტების მხრიდან ტრადიციული წინასაარჩევნო "გაშავება" ხდება.

"ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, როცა ოპონენტები ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ, როცა ერთმანეთზე თავისი პოზიცია არა აქვთ, პოზიტიური დღის წესრიგი ერთადერთი რჩება, რაც ზოგადად ტრადიციულია ჩვენი ქართული პოლიტიკისთვის, რომ ერთმანეთი გააშავონ. ასეთ ინფორმაციას მხოლოდ წინასაარჩევნო ღირებულება აქვს, ამიტომ ეს გასაგები პროცესია. წინასაარჩევნოდ ყველა ეცდება ოპონენტის წინააღმდეგ გამოაგდოს, რაც ექნება", - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები