19 მაისი 2024,   15:17
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისიის ძველი შემადგენლობა რამდენიმე წევრმა საკუთარი სურვილით დატოვა, მათ შორის კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტი კომისიის ძველ შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

გააგრძელებენ თუ არა კომისიის ძველი წევრები სალომე ზურაბიშვილის გუნდში მუშაობას, უცნობია.

დღის ამბები