03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
გურჯაანში ქმარმა მეუღლეს სცემა

გურჯაანში მცხოვრები 30 წლის ქალბატონი ოჯახური კონფლიქტის მსხვერპლი გახდა. იგი მეუღლის მიერ ცემის შედეგად მიყენებული ჭრილობებითა და სისხლჩაქცევებით სასწრაფო დახმარებამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, მას პირველად დახმარება აღმოუჩინეს. ქალბატონს ამჯერად სახლში მკურნალობენ. მისი ახლობლები მომხდარის შესახებ არ ყვებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოჯახური ძალადობის მუხლით აღიძრა.

დღის ამბები