17 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
კევინ სპეისი სასამართლოს წინაშე წარდგა - ვარსკვლავს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება

მსახიობი კევინ სპეისი მასაჩუსეტსის სასამართლოს წინაშე წარდგა. ჰოლივუდის ვარსკვლავი სექსუალური შევიწროების ბრალდებას არ აღიარებს. საქმე ორი წლის წინ მომხდარ ინციდენტს ეხება.

გამოძიების თანახმად, კევინ სპეისი ნანტაკეტის ბარში თავს დაესხა 18 წლის ბიჭს, რომელმაც მომხდარის შესახებ ფოტო და ტექსტური შეტყობინებები თავის მეგობარ გოგონას გაუგზავნა. თუმცა დაზარალებულს მსახიობი მაშინ სექსუალურ შევიწროებაში არ დაუდანაშაულებია.

კევინ სპეისმა ბრალდება მშვიდად მოისმინა და საპროცესო გარიგებაზე უარი განაცხადა. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, 59 წლის ვარსკვლავს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები