17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
თავდასხმა დეპუტატზე - გერმანიის პოლიცია დამნაშავეებს ეძებს

გერანიის მემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის წევრს, ფრანკ მაგნიცის, სამი ნიღბიანი თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული.

მისი ფოტო პარტიის ლიდერმა ტვიტერის ქსელში გამოაქვეყნა. პოლიცია კი დამნაშავეებს ეძებს. 

თავდასხმა ქალაქ ბრემენს ცენტრში მოხდა. საახალწლო ღონისძიების დასრულების შემდეგ ფრანკ მაგნიცი მუზეუმის შენობიდან გამოვიდა. ამ დროს კი მას სამმა ნიღბიანმა თავის არეში ხის ნაჭერი ჩაარტყა, შემდეგ კი სცემა.

თავდასხმის მოტივად პარლამენტარის პოლიტიკურ საქმიანობა სახელდება.

პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ბუნდესტაგში პირველად შარშან მოხვდა და ის ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები