19 მაისი 2024,   15:45
ვრცლად
თუ გაათავისუფლეს, აუცილებლად დადგება პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი - ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულ, დაჩი ღლონტზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ დაჩი ღლონტს, პატიმრობის 9-თვიანი ვადა რამდენიმე დღეში ეწურება. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ღლონტის გათავისუფლების გადაწყვეტილებას გამოიტანს, ზაზა სარალიძე თვლის, რომ პასუხი პროკურორმა უნდა აგოს, რაც შექმნილ ვითარებაში ადეკვატური იქნება. მოკლული დავით სარალიძის მამა მიმდინარე გამოძიებით უკმაყოფილებას კიდევ ერთხელ აფიქსირებს და გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.

"თუ გაათავისუფლეს იმ შემთხვევაში აუცილებლად დადგება პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი, რაც ძალიან კარგია ჩემთვის. პროკურორების ბრალეულობის საკითხი როდესაც დადგება, აბსოლუტურად ფარდა აეხდება ყველაფერს, რასაც აქამდეც ვიძახდით. აქ არის დასაწყები გამოძიება პროკურორებიდან და გამომძიებლებიდან და არა ისევ იმ ბავშვებიდან,"-აცხადებს ზაზა სარალიძე. 

დღის ამბები