19 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლების აქცია რუსთავში - აქციის მონაწილეები მერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლების აქცია რუსთავში. ისინი რუსთავის მერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ და ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებენ. შეკრებილები ამტკიცებენ, რომ მერიას ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებულ ინფორმაცია ერთი თვის წინ მიეწოდა და მათზე ზეწოლას აპროტესტებენ. ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენლები არსებული ვითარებიდან ორ შესაძლო გამოსავალზე საუბრობენ - ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მერიამ მიმართოს სასამართლოს - ან თბილისის მსგავსად მოხდეს სუბსიდირება. რუსთავი-თბილისის ტრანსპორტით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და ორი ლარი გახდა.

დღის ამბები