03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
ებოლას შესაჩერებლად უფრო აქტიური ღონისძიებებია აუცილებელი

განვითარებული ქვეყნები თავად არიან პასუხისმგებლები ებოლას ვირუსის გავრცელების პრევენციაზე, - ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.

პარალელურად, გაეროში ებოლასთან ბრძოლის სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ვირუსის შესაჩერებლად უფრო აქტიური ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი.

ბოლო ინფორმაციით, აფრიკაში ვირუსის გავრცელება გრძელდება გვინეაში, სიერა ლეონესა და ლიბერიაში. მიმდინარე კვირის განმავლობაში დასავლეთ აფრიკაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა 9 ათას ადამიანამდეა ნავარაუდევი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გამოთვლით, ამ ეტაპზე ვირუსის შესაჩერებლად 1 მილიარდ დოლარზე მეტია საჭირო.

დღის ამბები