19 მაისი 2024,   15:16
ვრცლად
„ფინანსური სისტემის სრული კონტროლისთვის ბრძოლა მიდის" - ოპოზიცია "თიბისი ბანკში" დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება

„თიბისი ბანკში" დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის წევრების თქმით, ეს არის უდიდესი დარტყმა ქვეყნის საფინანსო სისტემებზე.

ხელისუფლების ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მას სურს, ხელში ჩაიგდოს ქვეყნის მსხვილი ბიზნესი.

ოპოზიციის თქმით, „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ცდილობს, ფინანსურ სისტემაზე სრული კონტროლი განახორციელოს.

„ფინანსური სისტემის სრული კონტროლისთვის ბრძოლა დიდი ხანია, მიდის. მრავალი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის საბანკო-საფინანსო სფეროში, მონიტორინგის სამსახურის გარეთ გაყვანა და ა.შ. აგრეთვე, მოსახლეობის სავსებით სამართლიანი გულისწყრომა ბანკებისადმი კიდევ უფრო მეტად იქნა გაღვივებული ბახტაძის ჭარბვალიანობის ფილოსოფიით და საბანკო რეგულირების ამ თემის წამოწევით, ახლა მიაჩნიათ, რომ საზოგადოება მზად არის იმისთვის, რომ დაამყაროს ივანიშვილმა კონტროლი მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებზე და, ფაქტობრივად, გახდეს ერთმმართველი ქვეყნისა.

"ეს ჰგავს, დაახლოებით, იმს სქემას, რაც გააკეთა პუტინმა. ვინმეს მოსწონს თუ არა მამუკა ხაზარაძე, ან ალერგია აქვს თუ არა ბანკებზე, დღეს ეს არის მეორე ხარისხოვანი. დღეს საკითხი დგას სხვანაირად, იქნება თუ არა ქვეყანაში დემოკრატია და იქნება თუ არა ქვეყანაში დიქტატურა, ჩაიგდებს ფინანსურ სისტემას მთლიანად ხელში, მაშინ მთლიანად დამყარებს კონტროლის საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროზე,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქვეყნის პროკურატურა და სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ და შესაბამისად, ისინი მისი ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებენ.

„როცა ხელისუფლებასთან აფილირებული სააგენტო წერს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შესახებ, ეს უნდა გავიგოთ, როგორც პირდაპირი მუქარა და ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ვითარება, რომ რეალურად ამა თუ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს ჩვენს ქვეყანაში განსაზღვრავს რა კანონი და სამართალი, არამედ ერთი პირის ნება, ივანიშვილის, რომელსაც პირდაპირ ექვემდებარება როგორც პროკურატურა, ისე სასამრთლო, ამიტომ შემაშფოთებელი ამგვარი ინფორმაცია. არ ვიცი, რამდენად დადასტურდება, მაგრამ მუქარა სახეზეა. მუქარა ქვეყნის საფინანსო სტაბილურობას აზიანებს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

პროკურატურამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი საფინანსო დაწესებულებიდან, „თიბისი ბანკიდან“ დოკუმენტაცია უკვე ამოიღო. დეტალებზე თადუმაძის უწყებაში არ საუბრობენ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები