19 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
ორ მათგანს შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს - სერგეენკო ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრობს

ტრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე - დღეს დილით მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დაშავებული პაციენტებიდან ორს შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, დაშავებულთა ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კლინიკებში სულ 12 პაციენტია გადანაწილებული.

„სულ დაზიანება მიიღო ცამეტმა ადამიანმა ერთი სამწუხაროდ გარდაიცვალა, 12 პაციენტი არის კლინიკებში შეყვანილი, უმეტესობა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და გადიან კვლევებს იმისათვის, რომ დაიგეგმოს უახლოეს საათებში, შესაძლოა ორ მათგანთან ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო, თუმცა მათი მდგომარეობა დღეს სტაბილურია“-ამბობს დავით სერგეენკო.

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

"აღნიშნული შემთხვევის მომენტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე.

მოგეხსენებათ, მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი. ყველა მათგანს უკვე გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება"-ნათქვამია განცხადებაში.

 

დღის ამბები