03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
საკრებულოს წევრები მერიაში დაგეგმილ ატესტაციას აპროტესტებენ

ამ წუთებში მერიასთან აქცია მიმდინარეობს. "პოლიტიკური დევნის ატესტაცია"- ასეთი შინაარსის პლაკატებით საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ქალაქის მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მერიაში დაგეგმილ ატესტაციის აპროტესტებენ.

ისინი დედაქალაქის მერიაში დაგეგმილი ატესტაციის გადადებას და სატელეფონო ჩანაწერების თემაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეების თქმით, ატესტაცია მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც თვითმმართველობებში გაკეთებული ფარული ჩანაწერების გამოძიება დასრულდება. სხვა შემთხვევაში, ის არაობიექტური იქნება.

მერიაში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. საპროტესტო აქციის პარალელურად, უწყებაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები