28 სექტემბერი 2024,   15:52
ვრცლად
გერმანიაში 8 უდიდესი აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა გაფიცვამ დღეს შესაძლოა გერმანიის საჰაერო მიმოსვლის პარალიზება გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ქვეყნის 8 უდიდესი აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლების გაფიცვის შედეგად გადაიდება ასობით ავიარეისი. შეფერხებები 220 ათას მგზავრს შეეხება.

გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გაფიცვას აეროპორტების 23 ათასი თანამშრომელი შეუერთდა.

გაფიცვა უკვე დაიწყო ჰამბურგში, ჰანოვერსა და ბრემენში. დღის განმავლობაში კოლეგებს ფრანკფურტის, მიუნხენისა და სხვა ქალაქების აეროპორტების თანამშრომლებიც შეუერთდებიან.

დღის ამბები