28 სექტემბერი 2024,   17:16
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. ათასობით კურსდამთავრებულს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა ეძლევა.

შეხვედრაში 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში ოთხთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან.

შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

დღის ამბები