28 სექტემბერი 2024,   17:22
ვრცლად
სამხრეთ აფრიკაში მასობრივი სროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ კეიპის ქალაქ ლუსიკისიკში, მასობრივი სროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, თავდასხმა 2 სხვადასხვა სახლში მოხდა. პირველ სახლში 12 ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორეში კი 3 ქალი და ერთი მამაკაცი.

პოლიციის განმარტებით, სროლის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა, რომელიც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. შემთხვევის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა.

დღის ამბები