28 სექტემბერი 2024,   15:48
ვრცლად
გდანსკის მერის მკვლელობის გამო ვარშავაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა

გდანსკის მერის მკვლელობის გამო ვარშავაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა. ათასობით ადამიანი პაველ ადამოვიჩის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, პოლონეთის ქუჩებში გამოვიდა.

სამგლოვიარო მსვლელობების მონაწილეებმა ძალადობა დაგმეს. გდანსკში მასშტაბური მარში ქალაქის ცენტრში მდუმარე აქციით დასრულდა. ღონისძიებაში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმაც მიიღო მონაწილეობა.

პაველ ადამოვიჩი თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. ის გდანსკის მერის პოსტს 20 წლის განმავლობაში იკავებდა.


დღის ამბები