28 სექტემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ისრაელში  გადაუღებელ წვიმას  წყალდიდობა მოჰყვა

ისრაელის ჩრდილოეთ რაიონებში წყალდიდობაა. სტიქია გადაუღებელ წვიმას მოყვა. დატბორილია გზები, საცხოვრებელ სახლებში კი წყალია შესული.  ადგილობრივები დატბორილი შენობებიდან მაშველებს გაჰყავთ.

პოლიცია კი მძღოლებს მოუწოდებს ავტომობილების მართვისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები ახლო აღმოსავლეთში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. ხვალ იერუსალიმში შტორმი და თოვლია მოსალოდნელი.

დღის ამბები