19 მაისი 2024,   21:10
ვრცლად
სასწრაფო დახმარების ბრიგადების მუშაობა, სკოლებისა და ბაღების დეზინფექცია - ოპოზიცია კალაძეს განმარტებებს სთხოვს

სეზონური ვირუსების დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მუშაობა, სკოლებისა და ბაღების დეზინფექცია - ეს ის ძირითადი თემებია, რომელზეც საუბარს დღეს ოპოზიცია თბილისის მთავრობის სხდომაზე აპირებს. ლევან ხაბეიშვილი არსებულ კითხვებზე პასუხებს თბილისის მერისგან ითხოვს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ უკანონო მშენებლობის გარდა, თბილისის მერია სეზონურ ვირუსებს კვლავ მოუმზადებელი დახვდა.

“ამ კითხვაზე კალაძეს პასუხის გაცემა მოუწევს, რატომ ვერ მუშაობს სასწრაფო ისე და რატომ არ იყო მზად იმისთვის, რაც დედაქალაქში ხდება. ასევე მნიშვნელოვანია სადეზინფექციო მიმართულებით ბაღები რომ უნდა დაიწყოს, ტარდება თუ არა სამუშაოები, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი,“-ამბობს საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები