19 მაისი 2024,   15:17
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში - ბრალდებების მთავარი ადრესატი კი "ყაზტრანსგაზია"

ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების ბრალდებების მთავარი ადრესატი კი "ყაზტრანსგაზია".

ადგილობრივების განცხადებით, მას შემდეგ რაც, დილით მათ საცხოვრებელ კორპუსში გაზის სუნი იგრძნეს, ადგილზე სწორედ ყაზტრანსგაზი გამოიძახეს. კომპანიის თანამშრომლებმა კი ტერიტორია დაათვალიერეს და თქვეს რომ საგანგაშო არაფერი იყო. სწორედ ამ შემოწმებიდან რამდენიმე საათში კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ტრაგედიიდან 10 საათზე მეტი გავიდა და ბრალდებებზე კომპანიაში ჯერ საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ადგილობრივების ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

დღის ამბები