26 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
"უპასუხისმგებლობაა, როდესაც კალაძე "ყაზტრანსგაზის" დირექტორად ანიშნინებს სატრანსპორტო კომპანიის დირექტორს" - ირაკლი აბესაძე

„უპასუხისმგებლობა და ქალაქელების პრობლემებისადმი გულგრილობაა, როდესაც თბილისის მერი, როგორც ჩანს, ანიშნინებს ყაზტრანსგაზის დირექტორად მის ფორმალურ მფლობელებს, ადამიანს, რომელიც იმავდროულად არის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი,“ - ეს განცხადება ფრაქცია ევროპული საქართველომოძრაობა  თავისუფლებისთვის წევრმა, ირაკლი აბესაძემ, გააკეთა.

ირაკლი აბესაძე დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და თბილისის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

აბესაძის თქმით, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი ქალაქში ტრანსპორტის გამართულ მუშაობაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი, ხოლო ის ამავდროულად პასუხისმგებელია 100 ათასობით მოქალაქის გამართულ გაზმომარაგებაზე.

ირაკლი აბესაძე კალაძის პასუხისმგებლობა გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების გამოც ხედავს.

„პირადად ბატონი კალაძის პასუხისმგებლობის საკითხია გაზპრომთან გაფორმებული და ძალიან კაპიტუალენტური და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულება, როდესაც გარანტირებულ 200 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე ჩვენ ვთქვით უარი და კალაძემ განაცხადა თანხმობა რუსეთიდან გაზის დოლარში შესყიდვაზე და დოლარის ნებისმიერი ცვლილება ზრდის ტარიფს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ირაკლი აბესაძის თქმით, კახა კალაძე ასევე პასუხისმგებელია გეგა გეგეშიძის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად გახდომაზე, რადგან სწორედ მან დანიშნა გეგეშიძე აღნიშნულ თანამდებობაზე. აბესაძის თქმით, გეგეშიძემ კორცხელის ინციდენტის გამო დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა.

თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე, მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. მომხდარის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში ყაზტრანსგაზის 2 თანამშრომელი დააკავა. 

დღის ამბები