19 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
ერთწლიანი პატიმრობა ან ჯარიმა - გეგა გეგეშიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარი თავდასხმის მთავარ ფიგურანტს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გეგა გეგეშიძის დაკავების გადაწყვეტილება პოლიციამ ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ მიიღო.

მის ინტერესებს ადვოკატი ირმა ჭკადუა დაიცავს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ის ჯერჯერობით საქმის მასალებს არ იცნობს და დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.

„საქმის  მასალებს ჯერ არ გავცნობივარ, არ გადმომცემია ჯერ. როგორც გავეცნობი გავაკეთებ კომენტარს. გავაგზავნე განცხადება და გადმომეცემა მასალები,“ - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

გეგეშიძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც სორტის სასახლეში მოჭიდავეზე ცივი იარაღით თავდასხმის კადრები "შაბათის კურიერმა" გაასაჯაროვა.  

დღის ამბები