19 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
სპეკულაციებს აქვს ადგილი - საპარლამენტო უმრავლესობაში არ ადასტურებენ, რომ სხდომაზე ეკა ბესელიას ბედი გადაწყდება

ეკა ბესელიას და მისი თანაგუნდელების ბედი შესაძლოა, ხვალ ჩანიშნულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდეს. თუმცა მმართველი გუნდის ე.წ. ახლების გუნდიდან არ ადასტურებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მთავარი საკითხი ეკა ბესელიას პროტესტი იქნება.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სხდომაზე უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა საკითხზე უნდა იმსჯელონ.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც კონკრეტულ ძირითად მიმართულებებზე შევჯერდეთ გუნდურად და ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე და ამას დაეთმობა, ალბათ, დიდი ნაწილი შეხვედრის, მათ შორის სხვა პროექტებთან ერთად. ჩვენი დღის წესრიგი მოგახსენეთ, რაც არის და დანარჩენი, რაც ვრცელდება ეს, ალბათ, უფრო სპეკულაციები არის. ჩემთვის არ არის ცნობილი, რომ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამსჯელო თემა. ჩემთვის ცნობილი არის, რომ ჩვენ ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე და ასევე ერთ-ერთი სამომავლო გეგმა არის ბუნებრივია, იმ პროცესის ძალიან ტრანსფარანტულად და გამჭვირვალედ წარმართვა, რომელი პროცესიც უკავშირდება მოსამართლეების უვადოდ არჩევას,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები