26 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
კორუფცია მთავრობაში, პარლამენტში, პოლიციასა და სასამართლოში - NDI-ის გამოკითხვის საგანგაშო შედეგები

NDI-ის კვლევის საგანგაშო შედეგი, რომელიც ადასტურებ რომ საქართველოში კორუფცია დაბრუნდა. გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის ნახევარზე მეტი სახელმწიფო უწყებებში კორუფციის არსებობაში დარწმუნებულია. ყოველი მესამე მოქალაქე ქრთამის აღებაში მთავრობის წევრებს ადანაშაულებს.

მინისტრთა კაბინეტის წევრები NDI-ის ამ საგანგაშო მონაცემებს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ხალხს სანერვიულო არაფერი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ კორუფციას ყველა დონეზე ეფექტურად ებრძვის.

სამინისტროების შემდეგ კორუფციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სასამართლოს სისტემაშია. ხალხის აზრით, სასამართლოს მთავრი პრობლემა ნეპოტიზმის და ქრთამია. 38 % ფიქრობს, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილებების უკან ფული დგას. კორუმპირებული უწყებების სამეულშია მოხვდა პარლამენტიც. მოსახლეობის 44% ფიქრობს, რომ პარლამენტში კორუფცია გავრცელებულია.

კვლევის ეს ნაწილი მიუღებელია უმრავლესობისთვის. მმართველი პარტია NDI-ის ​ თბილისის ოფისის დღესაც ტრადიციულად აკრიტიკებდა და მას სუბიექტურობაში ადანაშაულებდა.

კორუფციის ინდექსი უმაღლეს ნიშნულზეა ძალოვან უწყებებში, რეკორდსმენია პროკურატურაა. გამოკითხულთა 49% ის აზრით  მთავარ საგამოძიებო უწყებაში ნეპოტიზმია. 35 % ის აზრით კი პროკურორები ქრთამს იღებენ. 14% ფიქრობს რომ კანონის დამცველები დოკუმენტებს და ოფიციალურ ანგარიშებს აყალბებენ.

ქრთამის აღების ინდექსით რეკორდსმენია პოლიცია, გამოკითხულთა 39% ის აზრით სამართალდამცველები ქრთამს იღებენ, ასეთ მაღალი მაჩვენებელი სხვა არც ერთ უწყებას არ აქვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები