03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ხელმძღვანელობასთან ვერ თანხმდებიან

სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნაწილის პროტესტს ახლად არჩეულ რექტორთან შეხვედრა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, კონრეტული გადაწყვეტილება არც ერთ მხარეს არ მიუღია.

რექტორი მის წინააღმღდეგ განწყობილ სტუდენტებს ურჩევს იმ პროგრამას გაეცნონ, რომელიც გუგუშვილმა წინასაარჩევნოდ აკადემიურ საბჭოს წარუდგინა. რექტორი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების უმრავლესობა არა სტუდენტები, არამედ კურსდამთავრებულები და აკადემიის ყოფილი თანამშრომლები არიან.

შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება და ჯერჯერობით უცნობია, განაგრძობენ თუ არა სტუდენტები საპროტესტო აქციას. 

შეგახსენებთ, დღეს დილით სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ახალი რექტორის დანიშვნა გააპროტესტეს და მას აკადემიის შენობასთან საპროტესტო პლაკატებითა და შეძახილებით დახვდნენ. 

დღის ამბები