19 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოება ჩვენს თავზეა დამოკიდებული - „ყაზტრანსგაზის“ დროებითი მმართველი

ქეთევან წამებულის 67 ნომერში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზის“ დროებითი მმართველი, გიგლა თამაზაშვილი „კურიერთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

თამაზაშვილის თქმით, აღნიშნულ მისამართზე დაილუქა წყალგამაცხელებელი, თუმცა, ბინის მეპატრონემ ის თვითნებურად მიაერთა.

„ტაზტრანსგაზ-თბილისი" დაზუსტებით აცხადებს, რომ აღნიშნული ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი გახდა არა გაზის გაჟონვა, არამედ CO-ს გაჟონვა. CO-ს გაჟონვა გამოიწვია არასწორად და კუსტარულად დამონტაჟებულმა გამაცხელებელმა, რომელიც ჩვენ მიერ იქნა ჩახსნილი 2017 წელს. შემდეგ ბინის მეპატრონის მიერ იქნა მიერთებული აღნიშნული წყალგამაცხელებელი, რომლის აქტები გვაქვს თან იქნა 2018 წელსაც, თუმცა კიდევ ხელმეორედ იქნა მიერთებული,“ - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

"ყაზტრანსგაზის" დროებითმა მმართველმა აღნიშნა, რომ დალუქვის შემდეგ, ბინაში მცხოვრებლები საკუთარი ნებით ხსნიან ლუქს.

"ჩვენი უსაფრთხოება ჩვენს თავზეა დამოკიდებული," - აცხადებს თამაზაშვილი.

მისი თქმით, ტექნიკური რეგლამენტი გასამკაცრებელია. გიგლა თამაზაშვილი ამბობს, რომ სემეკი და ეკონომიკის სამინისტრო ამაზე მუშაობს და მომზადებულია ცვლილებათა პაკეტი, რათა რეგლამენტი გამკაცრდეს. 

„მოქმედი რეგულაციის თანახმად, გაზის მიწოდება წყდება მხოლოდ და მხოლოდ იმ დანადგარზე, რომელიც არის ტექნიკური რეგლამენტების დარღვევით დამონტაჟებული, ხოლო ის დანადგარები, ამ შემთხვევაში, როგორც ვიცი, ამ ბინაში იყო ერთი გაზქურა და დახურული წვის კამერიანი  გამათბობელი, ამ შემთხვევაში, აღნიშნულ დანადგარებზე გაზის მიწოდების შეწყვეტის საფუძველი, ბუნებრივია, გაზის მიწოდების შეწყვეტის საფუძველი, ბუნებრივია, განაწილების ლიცენზიაც არ აქვს. შესაბამისად, იხსნება მხოლოდ და მხოლოდ ის ობიექტი, რომელიც ტექნიკურად დაუშვებელია მისი მონტაჟი ადგილზე,“ - ამბობს თამაზაშვილი.

თამაზაშვილის განცხადებით, ღია წვისკამერიანი წყალგამაცხალებლების დამონტაჟება ბინებში აკრძალულია და სწორედ ამიტომ, კუსტარულად მისი დამონტაჟებისგან დაცვის მიზნით რეგულაცია უნდა გამკაცრდეს.

შემთხვევა ქეთევან წამებულის 67 ნომერში მოხდა. შვიდივე გარდაცვლილი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო. 

დღის ამბები