19 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
შალვა თადუმაძეს "თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ არ დაუმთავრებია - სასწავლებლის წარმომადგენელი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ შალვა თადუმაძის წინააღმდეგ - არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარ პროკურორს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის წარდგენას სასამართლო გზით მოსთხოვს.

არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, შალვა თადუმაძეს, სავარაუდოდ, "თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის“ დიპლომი უნდა ჰქონდეს. უნივერსიტეტს შესაბამისი ავტორიზაცია გავლილი აქვს და სასწავლებელში იურიდიული ფაკულტეტიც ფუნქციონირებს, თუმცა უნივერსიტეტის წარმომადგენლები „კურიერთან“ ამბობენ, რომ შალვა თადუმაძე ამ უნივერსიტეტის სტუდენტი არ ყოფილა.

ისინი, ასევე, არ გამორიცხავენ, რომ არსებობდა იდენტური სახელით უნივერსიტეტი, რადგან შალვა თადუმაძეს მითითებული აქვს, რომ 1994-99 წლებში „თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის“ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა ეს უნივერსიტეტი დღესდღეობით აღარ არსებობს.

„ეს სხვა უნივერსიტეტია, მაშინ არსებობდა სხვა უნივერსიტეტი. ეს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია მას. ადრე არსებობდა ასეთი უნივერსიტეტები, რომლებიც დაახლოებით, ჰუმანიტარული სიტყვა ერია... განათლების სამინისტროს საიტზე, რომ შეხვიდეთ, ერომ მხოლოდ ერთადერთი უნივერსიტეტია ეს, სადაც ჰუმანიტარული სიტყვა ურევია,“ - განაცხადა უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სასამართლოს გზით მოითხოვს გაასაჯაროვოს შალვა თადუმაძემ საკუთარი დიპლომი. ორგანიზაციამ არაერთხელ გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა ვერცერთი მცდელობის შედეგად მთავარი პროკურორის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ მიიღო.

დღის ამბები