03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
კახეთის გზატკეცილზე აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა

დღეს, დაახლოებით 12 საათისთვის აფეთქება მოხდა თბილისში. კახეთის გზატკეცილზე, ძმებ ორბელიანების ქუჩაზე ერთსართულიანი კერძო სახლი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა. დაშავებული ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

შემთხვევა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები