03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
"დღეს ნაციონალური მოძრაობის გარდაცვალების დღეა," - "თავისუფალი თაობა"

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სივრციდან გაქრობის მოთხოვნით „თავისუფლამა თაობამ“ უმცირესობის ოფისთან ხმაურიანი აქცია გამართა. რამდენიმე საათის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ცოცხებით, გვირგვინებითა და ყვავილებით ხელში პარტიის წევრების მიმართ შემურაცხმყოფელი შეძახილებით გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ დღეს „ნაციონალების გარდაცვალების დღეა“.

"თავისუფალი თაობის" წარმოამდგენლებმა დღესვე რამდენიმე დღის წინ გატაცებული იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტიც ახსსენეს და განაცხადეს, რომ გამტაცებლები თავის დროზე ახალაიას დაქვემდებარებაში მყოფი პირები არიან და ამ დანაშაულში ბრალი „ნაციონალურ მოძრაობას“ დასდეს.

ოპოზიციის მხარდასაჭერად ადგილზე იმყოფებოდნენ „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებიც, რომლებმაც „თავისუფალი თაობის“ აქტივისტებს ხელისუფლების მიერ მართული ძალა და პუტინის მონები უწოდეს და აღნიშნეს, რომ ისინი არ წამოეგებიან აქციის ორგანიზატორების პროვოკაციებზე.

„თავისუფალი ზონის“ წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეკრებილ ახალგაზრდებს ურჩიეს ბიბლიოთეკაში წასულიყვნენ და საკუთარი მომავალი წიგნების კითხვით  შეექმნათ.

აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათთვის დღევანდელი აქციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2 დღის წინ ცნობილი იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები